გაზიფიცირების სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტში

16.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკანდესა და შიმშილაქედის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 17 328 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 254 კომლი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

პროექტი, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ჯამური ღირებულება 431 459 ლარს შეადგენს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.