გაზიფიცირების სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტში

29.11.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახალისოფლის, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  11 161 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდა, რაც 166 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების ღირებულებამ  448 593 ლარი შეადგინა.
სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარეობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების: ორპირის, გელათისა და მოწამეთას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში სამივე სოფელში აშენდება 48 892 გრძივი მეტრი გაზსადენი და 471 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაზიფიცირების ჯამური თანხა შეადგენს 2 753 195 ლარს.
2020-2021 წლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში,  კიდევ 9 სოფლი გაზიფიცირდება.