გაზიფიცირების სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთში
08.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 28 411 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 230 კომლი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
პროექტი, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ჯამური ღირებულება 609 991 ლარს შეადგენს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.