აჭარის გაზმზომი კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

03.07.2021

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ,“  განახორციელა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, აჭარის გაზმზომი კვანძის გეგმიური სარეკონსტრუქციო  სამუშაოები. პროექტის ფარგლებში  მოეწყო, D 300 მმ -იანი შემოვლითი ხაზი, დამონტაჟდა  ფილტრები და ასევე მოეწყო  D 500 მმ-იანი კოლექტორი. შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უწყვეტ და უსაფრთხო  გაზმომარაგებას.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.