გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისთავი გაზიფიცირდა

26.12.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება სპეციალური ჩირაღდნის ანთებით აღნიშნეს.
პროექტის ფარგლებში აშენდა 32 294 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1250 ადგილობრივი მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 997 438 ლარი შეადგინა.
შიდა ქართლში სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 7 სოფელი. აშენდება 39 848 გრძივი მეტრი გაზსადენი და 820-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
 საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.