გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

19.11.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გურიის რეგიონში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 35 დასახლებულ პუნქტში. აშენდა 566 396 გრძივი მეტრი გაზსადენი და 7437 აბონენტს საშულება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
სამუშაოები მიმდინარეობს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში აშენდება 73 643  გრძივი მეტრი გაზსადენი და 928 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში გურიის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 40 დასახლებული პუნქტი, რაც მოიცავს 8 365 აბონენტს.