გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
30.01.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა, პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
2020 წელს, გურიის რეგიონის, 22 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჯამურად აშენდება 405 944 გრძივი მეტრი გაზსადენი და 5200-მდე აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
2019 წელს, სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, გურიის რეგიონის, 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში: ჭალაში, აცანაში, ჭინათში, ქვენობანში, მზიანსა და დაბალ ეწერში. ჯამში აშენდა 89 066 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1200-მდე აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.