საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სოფლების რკვიას, სკანდესა და შიმშილაქედის მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამუშაოებს ახორციელებს სოფლებში რკვია, სკანდე და შიმშილაქედი, სადაც პროექტის თანახმად აშენდება 40 082
გრძივი მეტრი გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 412 ოჯახს.