"ყარადაღ-თბილისის" მ/გ ის რეაბილიტაცია
21.08.2020
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ”, “ყარადაღ-თბილისის” DN 800 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, აღნიშნული მილსადენის 461.0 კილომეტრზე, შეიცვალა 60 მეტრამდე სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი ახლით.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების” კომპანია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის აქტიურად ახორციელებს შესაბამის სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.