"ყაზახ-საგურამოს" მაგისტრალურ გაზსადენზე N302 ონკანის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები განხორციელდა
20.08.2019
2019 წლის 16-18 აგვისტოს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყაზახ-საგურამოს“ დ-1020 მმ მაგისტრალურ გაზსადენის 41,15კმ-სა და „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 460,65 კმ-ს შორის შემკრავზე არსებული N302 ონკანის დემონტაჟი -მონტაჟის სამუშაოები ჩაატარა. შეიცვალა DN700 მმ-ნი ონკანი, დაემატა შემოვლითი ხაზის ორი DN150მმ-იანი ონკანი და ერთი DN150 მმ-იანი გაქრევის სანთლის ონკანი.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.