საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულაში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამუშაოებს ახორციელებს სოფელ ძველ ხიბულაში , სადაც პროექტის თანახმად აშენდება 34 482 გრძივი მეტრი გაზსადენი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა ძველი ხიბულაში მცხოვრებ 303 ოჯახს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება ხუთ თვეში იგეგმება.