"ქსანი-ლეხურას" მ/გ-ის დაერთების სამუშოები დასრულდა

04.11.2020
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ”, ახლად აშენებული “ქსანი-ლეხურას”მაგისტრალურ გაზსადენზე კასპისა და ფერმის გაზგამანაწიელებელი სადგურების დაერთების სამუშაოები დაასრულა. სოკარ ჯორჯია გაზი ეტაპობრივად ახორციელებს გამორთული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას. 
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.