''ქსანი-ლეხურას" მ/გ შეჭრითი სამუშაოები

21.10.2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ დაასრულა ახლად აშენებული “ქსანი-ლეხურას”DN 711 მმ -ანი 14 კმ სიგრძის გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები.
სამუშაოები მიმდინარეობდა ჩვენი კომპანიის საპროექტო სამმართველოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც აშენდა 80 მეტრი 700 მმ -იანი მილსადენი. აგრეთვე 100, 150 და 300 მმ-ანი გაზსადენები საერთო სიგრძით 400 მეტრი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.