​ქვემო ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

27.11.2020

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის წალკასა და თეთრიწყაროს 5 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 94 671 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2278 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დაბა მანგლისში შენდება მკვებავი გაზსადენი, რომლის სიგრძე 34 150 გრძივი მეტრია და მშენებლობის დასრულების შემდგომ დაბა მანგლისისა და მიმდებარე სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგება იქნება შესაძლებელი.
ამჟამად, დასრულებულია  გარდაბანისა და წალკის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 145 021 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3309 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. 
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 29 სოფელი, რაც მოიცავს 7870 აბონენტს.