ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის გაზიფიცირება დასრულებულია
10.01.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესას, ზემო ჩიბათისა და ქვემო ჩიბათის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში ჯამში აშენდა 61 428 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 1009 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.