23 ივნისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი და ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრნენ.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში: ხაჯალიაში, არჩეულში, ნიგვზიანში, ჩანჩეთში, ჯურუყვეთში, ეწერში, ბაღლეფში, ჯიხანჯირში, შრომისუბანში, ჩოჩხათში, მოედანში, ხორეთში, კოკათში, გულიანში, ნინოშვილსა და ყელაში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის თანახმად ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 778 მოსახლე შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის 29 დასახლებულ პუნქტში, ამჟამად გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 3 893 აბონენტს მიეცემა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.