მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია
17.10.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენის 10.3 კმ.-ზე, გორის გაზგამანაწილებელი სადგურის 500მმ განშტოებაზე ახლადაშენებული 90მეტრიანი მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს 07:00დან 18:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ სოფლებს: თეოწმინდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, საქაშეთის დევნილთა დასახლება, შინდისი, ყელქცეული, ფხვენისი, ქვემო და ზემო ხვითი, ქვემო და ზემო ნიქოზი, მეღვრეკისი, ერგნეთი. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.