ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში ხმის დამხშობი მოწყობილობა დამონტაჟდა
24.12.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ხმის დამხშობი მოწყობილობის მონტაჟი დაასრულა. ბუნებრივი გაზის წნევის ცვალებადობა, მაღალი წნევიდან საშუალო წნევაზე გადასვლისას, იწვევს ხმაურს. ბოლო წლებში გაზგამანაწილებელი სადგურის გარშემო მოხდა განაშენიანება, შედეგად გგს-ი აღმოჩნდა დასახლებულ პუნქტთან ახლოს. მოწყობილობა კი, რედუცირების დარბაზში ახშობს რეგულატორის ხმას.
აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს გაზგამანაწილებელი სადგურის თითქმის უხმო რეჟიმში ფუნქციონირებას და მოსახლეობას შეუქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.