ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემის სოფლების გაზიფიცირება იგეგმება

09.07.2019
 9 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის თანხლებით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ თემში იგეგმება  6 სოფლის: შრომის, ორმეთის, ვაკის, ზედუბნის, ხრიალეთისა და მოცვნარის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება, რომელიც 1446 კომლს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.
2019-2021 წლებში გურიაში 3 მუნიციპალიტეტის 31 სოფელი გაზიფიცირდება.