ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება
10.10.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კოდავარდისუბანში, ზემო შაქშაქეთსა და დოღლაურში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 13627 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 160 აბონენტს. პროექტს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ახორციელებს