ქობულეთის გაზგამზომი კვანძის მოწყობა

26.09.2018
 
"ქუთაისი- სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 67 კმ-ზე, კეთილმოეწყო გაზგამზომი კვანძი, რომლიდანაც ასევე ხდება აჭარის რეგიონისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზება ანუ სუნიანობის შეძენა. ოდორიზაცია ბუნებრივი გაზით მომარაგებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ოდორანტის საშუალებით შესაძლებელი ხდება გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ავარიულ რისკებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მუდმივად ზრუნავს ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისათვის.