საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალამბარსა და მუხაესტატეში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 83 294 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 947 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოების ღირებულებამ 3 083 678 ლარი შეადგინა.
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები 38 სოფელში განხორციელდა. აშენდა 638 408 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 7 959 ადგილობრივ მოსახალეს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.