ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

20.04.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

კოხში, ოხტომში, ზედა კონდიდსა და ყოფილი ჩოლოქის მეურნეობაში ჯამში, პროექტის ფარგლებშ აშენდა 32 341 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 358 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები ღირებულებამ 1 410 110 ლარი შეადგინა. 
 გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 17 სოფელი. ამჟამად სამუშაოები დასრულებულია 13 დასხლებულ პუნქტში. აშენდა 254 682 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 569 აბონენტს შესაძლებლობა მიეცა ისარგებლოს ბუნებრი გაზით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 4 სოფელში, ალამბარში, ლეღვაში, წყავროკასა და მუხაესტატეში, რომლის დასრულების შემდეგ 1784 ადგილობრივი მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზით.  

2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები 38 სოფელში განხორციელდება. აშენდება 638 745 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 7 959 ადგილობრივ მოსახალეს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.