„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სახაზო ონკანი შეიცვალა
28.09.2018
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, გაზმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 28- კილომეტრზე, 500 მმ. სახაზო ონკანი ახლით შეცვალა. აღნიშნული ონკანი, საავარიო და გეგმიური სამუშაოების შესრულებისას, ზრდის მანიპულირების შესაძლებლობას, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და რისკების თავიდან აცილება. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები გააუმჯობესებს მოსახლეობის უწყვეტ გაზმომარაგებას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მუდმივად ზრუნავს მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო და ეფექტურ ფუნქციონირებაზე.