“რუსთავი - თელავი - ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
13.11.2019
2019 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ “რუსთავი - თელავი - ჟინვალის“ DN 300მმ მაგისტრალურ გაზსადენის 96.5 კმ-ზე მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტი დამუშავდა კომპანიის საპროექტო სამმართველოს მიერ, რის შესაბამისად აშენდა მდინარე ფაფრისხევზე 130 მეტრიანი მიწისქვეშა გადასასვლელი და განხორციელდა ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრითი სამუშაოები მოქმედ გაზსადენში. გარდა ამისა, გამორთულ უბანზე შეიცვალა 15 მეტრიანი კოროზიული მონაკვეთი და გარემონტდა კოროზიული ხვრელები.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.