"რუსთავი-თელავი-ჟინვალის" მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
08.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, „რუსთავი - თელავი - ჟინვალის“ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ლაგოდეხის განშტოებაზე, მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა DN 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული ფრაგმენტი, შეიცვალა გაქრევის სანთლის DN 150 მმ დიამეტრის მაღალი წნევის ონკანი, გარემონტდა გაზსადენის დაზიანებული სამი მონაკვეთი.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მუდმივად ზრუნავს მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. შესრულებული სამუშაოების შედეგად მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგისტრალური გაზსადენების მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ქვეყნის სტაბილური გაზმომარაგება კომპანიის პრიორიტეტია.