"რუსთავი-ჟინვალი_თელავის" მ/გ რეაბილიტაცია დასრულდა

16.10.2020
შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ “რუსთავი-ჟინვალი-თელავის” მაგისტრალური გაზსადენის 107,8 კმ-ზე დაასრულა ყვარლის გაზგამანაწილებელი სადურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა ამორტიზებული 200, 80, 50 მმ დიამეტრის ხუთი ერთეული ონკანი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.