რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ_ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

04.06.2021

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ_იან მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალის 195.2 და 210 კილომეტრებზე არსებული კოროზირებული მონაკვეთები შეიცვალა ახლით, ასევე განხორციელდა პროფილაქტიკური სამუშაოები. 

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.