რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

15.09.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ ხსენებული მაგისტრალის 212.9 კილომეტრზე არსბული მარეგულირებელი კვანძის რეაბილიტაცია განახორციელა. გარდა ამისა, გამორთულ უბანზე 7 კოროზიული ხვრელი შეკეთდა და ახლით შეიცვალა 5 მეტრიანი კოროზიული მონაკვეთი.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.