საგარეჯოს 6 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

06.04.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
გომბორში, ასკილაურში, ვერონაში, პალდოში, ოთარაანსა და სასადილოში  პროექტის ფარგლებში აშენდა 45 724 გრძივი მეტრი გაზსადენი და 526 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ  1597 150 ლარი შეადგინა.
გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდა. სამუშაოების ღირებულებამ 3 563 933 ლარი შეადგინა და 1 498 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.