"საგურამო-ქუთაისის" მ/გ ის რეაბილიტაცია დასრულდა
08.08.2020
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 25.4 კილომეტრზე სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშულის ფარგლებში შეიცველა მიწისქვეშა 700მმ სახაზო ონკანი შემოვლითი ხაზის ორი 150 მმ და გამქრევი სანთლის 150მმ ონკანებით. ასევე შეიცვალა ამორტიზებული 700მმ და 500მმ გაზსადენების შემკრავის 300მ ონკანი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.