“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” “საგურამო- ქუთაისის” DN 700მმ - იან გაზსადენის 80,0 კმ-ზე სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, ცხინვალის განშტოების DN 300 მმ-იანი ონკანი შეიცვალა და გამქრევი DN 100 მმ -იანი სანთლის მონტაჟი განხორციელდა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.