"საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალურ გაზსადენში ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრის სამუშაოები დასრულებულია
25.07.2019
2019 წლის 25 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, „გორი-ქარელის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის, ახლადაშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის, მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები განახორციელა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.