საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
02.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, საგურამო - ქუთაისის DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე, მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა გაზსადენის 150 მეტრიანი კოროზირებული მონაკვეთი. გარდა ამისა, ზესტაფონის გაზგამანაწილებელ სადგურში მთლიანად განახლდა შემოვლითი ხაზის კვანძი.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მუდმივად ზრუნავს მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. შესრულებული სამუშაოების შედეგად მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგისტრალური გაზსადენების მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ქვეყნის სტაბილური გაზმომარაგება კომპანიის პრიორიტეტია.