„საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულებულია

21.01.2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული მაგისტრალის ზესტაფონის განშტოების მეოთხე კილომეტრზე 18 გრძივი მეტრი სიგრძის ძლიერ კოროზირებული  მონაკვეთი შეიცვალა ახალი DN-168მმ გაზსადენით. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენილია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გაზმომარაგება შეუზღუდავად მიმდინარეობს.
წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და რეგიონებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.