"საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები განხორციელდა
07.08.2019
2019 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „საგურამო - ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენის 149 კმ.ნ შეჭრის სამუშაოები განახორციელა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა 25 მეტრი სიგრძის კოროზიული მილი.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.