"საგურამო - ქუთაისის" მაგისტრალური გაზსადენის 21-ე კილომეტრზე დ 500 მმ ონკანის შეცვლის სამუშაოები განხორციელდა
24.10.2019
2019 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "საგურამო - ქუთაისის" DN 500 მმ მაგისტრალური გაზსადენის, მუხრანი - კასპის მონაკვეთზე ახალი D 500 მმ საონკანე კვანძის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა ერთი 500 მმ სახაზო ონკანი, შემოვლითი ხაზის ერთი 150 მმ ონკანი, აგრეთვე მოეწყო ახალი გაქრევის სანთელი 150 მმ ონკანით.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.