საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

26.06.2024

 გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 504.5 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 

 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.