სამუშაო შეხვედრა მაგისტრალური გაზსადენების შემომვლელებთან

14.08.2019
14 აგვისტოს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე ცენტრალური ფილიალის არეალში არსებული მაგისტრალური გაზსადენების  შემომვლელებთან სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

აღნიშნულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალური დირექტორი გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესების საკითხებს, ისაუბრეს შედეგებსა და პრობლემებზე, გარემოფაქტორებზე, უსაფრთხოების ზომებზე.

სახაზო შემომვლელებს ინდივიდუალურად დაურიგდათ ინსტრუქციები, მათ პასუხისმგებლობაში არსებული მარშრუტების რუკები, სადაც დეტალურად არის აღნიშნული მაგისტრალურ გაზსადენებთან მარტივად მისასვლელი გზები.