საონკანე კვანძის შეცვლა ჩრდილოეთკავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალურ გაზსადენზე

25.03.2021
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს კაპიტალურ სამუშაოებს ჩრდილოეთკავკასია-ამიერკავკასიის DN 1200 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე.
სამუშაოები დაგეგმილია 18 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით. შეიცვლება 2 სახაზო საონკანე კვანძი და მასში შემავალი, შემოვლითი ხაზის DN 300 მმ მიწისქვეშა და გაზსადენის გამქრევი სანთლის DN300მმ ონკანები, რომელიც გაზრდის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას და მაგისტრალური გაზსადენის საიმედოობას. ასევე შესაძლო ავარიის შემთხვევაში ოპერატიულ რეაგირების და გაზის ლოკალიზების საშუალებას.