შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ VII „სამეცნიერო პიკნიკში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა და საზოგადოება გაეცნო ტექნიკასა და ინოვაციურ მიდგომებს, რომელსაც კომპანია იყენებს თავისი საქმიანობის განხორციელებისას.
სამეცნიერო პიკნიკი ეძღვნება გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კონკურსის წესით შერჩეული საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც თავისი საქმიანობით პასუხობენ მდგრადი განვითარების 17 მიზანს.