სარეაბილიტაციო სამუშაოები გურჯაანის გგს-ში

11.09.2018

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა რედუცირების მეორე ხაზი, რომელზეც დამონტაჟდა 2 ცალი ახალი DN-100 მმ ონკანი და ასევე DN-100 მმ რეგულატორი. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ განახლებულ იქნა ძველი დაზიანებული ფილტრი.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების მიზნით გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.