შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ყაზახ-საგურამოს“ მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა

13.04.2023

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მიმდინარე წლის 7-11 აპრილს „ყაზახ-საგურამოს“ DN1000 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაზსადენის 57-ე კმ-ზე შეიცვალა 36 გრძ.მ. კოროზირებული მონაკვეთი, ასევე 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შედუღების მეთოდით შეკეთდა 22 კოროზიული ხვრელი და 60- მდე კოროზიული ღრმული.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს მილსადენების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების ქსელის საიმედო ფუნქციონირებას.