სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები „ყაზახ-საგურამოს“ მ/გ-ზე

08.06.2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ყაზახ-საგურამოს“ DN-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, მიმდინარე წლის 3-5 ივნისს აღნიშნული გაზსადენის 130.0-107.9 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე გამოიცვალა 12 გრძივი მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი და 5 ადგილას გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით საფენების შედუღებით შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები განხორციელდა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მილსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.