სარეაბილიტაციო სამუშაოები

04.07.2019
2019 წლის 4 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ  ,,საგურამო-ქუთაისის“ DN 700მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის 172-ე კილომეტრზე განახორციელა  კოროზიული 30 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლის  სამუშაოები.
   საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.