სარეაბილიტაციო სამუშაოები
10.07.2019
2019 წლის 10 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო და ახლადაშენებული გგს-ების მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.