სარეაბილიტაციო სამუშაოები

23.07.2019
2019 წლის 23 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ  „გორი-ქარელის“ DN 700 მმ   მაგისტრალური გაზსადენის ახლადაშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის პირველი ეტაპის სამუშაოები განახორციელა.
     კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.