სარეაბილიტაციო სამუშაოები

26.07.2019
2019 წლის 26 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ  რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის თელავი-გურჯაანის მონაკვეთზე, სარემონტო სარეაბილიტაციო  სამუშაოები განახორციელა.
  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.