სარეაბილიტაციო სამუშაოები ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენზე

04.06.2019
3 ივნისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კომპანია მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის დროსაც აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზის 480-482 კმ ნიშნულებს შორის 1500 მეტრიანი მონაკვეთი სრულად შეიცვლება. სამუშაოები ხელს შეუწყობს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ, უსაფრთხო და სტაბილურ ფუნქციონირებას.