სარეაბილიტაციო სამუშაოები საგურამო - ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე
01.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზსადენის, მუხრანი - კასპის მონაკვეთზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 28-ე კილომეტრზე განხორციელდა ამორტიზებული სახაზო ონკანის დემონტაჟის და ახალი DN 500 სახაზო და მისი შემოვლითი ხაზის ორი, DN 150 მმ ონკანების მონტაჟის სამუშაოები.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მუდმივად ზრუნავს მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო ფუნქციონირებაზე. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის გაზმომარაგების გაუმჯობესების პროცესს.